როგორ შევინახოთ შოკოლადი სახლში
რატომ არა მაცივარში და რა ვქნათ ზაფხულში.

შოკოლადს უყვარს გრილი, მშრალი და ბნელი ადგილი. პრობლემების უმეტესობა სიცხით ან ტენიანობით იწყება.
ტემპერატურა
16-დან 18 გრადუსამდე. კარადაში, ღუმელისა და მზისგან მოშორებით.
რატომ არა მაცივარი
მაცივარი ტენიანია და სუნებით სავსე. შოკოლადს თეთრი ფენა ეკრობა და გვერდით მდებარის გემოს იძენს.
ზაფხულში
როცა სახლი ძალიან ცხელა, მაცივარი კარგია დახურულ ყუთში. გამოიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
თეთრი ფენა
ის არ არის მავნე. ეს შაქარი ან ცხიმია, რომელიც ზედაპირზე ამოდის, და გემო თითქმის არ იცვლება.
დაწერა Ktifa-მ.